ავტორი:

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გელა გელაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროებიდან გასვლამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება.

გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს დაწერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი თამაზ ბორაშვილმა დაიკავა.