ავტორი:

ექიმი გოგი ჩახუნაშვილი: "დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი - ყველაფერი კარგად კი არა, ძალიან კარგად იქნება"

ექიმი გოგი ჩახუნაშვილი: "დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი - ყველაფერი კარგად კი არა, ძალიან კარგად იქნება"

დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი , - ეს განცხადება სასამართლო სხდომიდან გათავისუფლების შემდეგ ექიმმა გოგი ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა.

როგორც პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც იყო ქართული საზოგადოებიდან, თუ უცხოეთიდან. ჩემს იქ ყოფნას ყველა განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ, აუცილებლად მინდა, მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხეში - D3 - ჩემი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ვიყავი - ყველას. ბიჭებს მოკითხვას ვუთვლი. ყველა მინდა გავამხნევეო, ვინც ციხეშია, ასაკის, სქესის მიუხედავად, ვინ, როდის, რისთვის მოხვდა. ყველას ჩემგან დიდი მოკითხვა.

მინდა, აუცილებლად დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც იშრომეს ძალიან ბევრი, ჩემს დარწმუნებაშიც სხვათა შორის. ჩემს ოჯახს დიდი მადლობა,რომელიც მხარში მედგა თითქმის სამი თვის განმავლობაში. ყველა ჩალიან მიყვარხართ, ყველას გეფერებით, გეხუტებით. ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად. მიყვარხართ, გეხუტებით. ახლა შეიძლება აზრები ისე ვერ დავალაგე,იმიტომ, რომ არ ველოდებოდი და მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება“- განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა.

რაც შეეხება იმ პირებს,რომლებიც მასთან ერთად დააკავეს, თუ რა ექნება მათ მიმართ სათქმელი, მოუწოდებს თუ არა, რომ მათაც უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, გოგი ჩახუნაშვილი ასე პასუხობს:

"თავის საქმე თავის საქმე თვითონ იციან. ყველამ იცის თავის საქმე. ყველა მოზრდილი ასაკია“ , - აღნიშნა ჩახუნაშვილმა.