ავტორი:

“მშობლებო, როდესაც გეუბნებიან რომ სკოლა რემონტზე იხურება, უნდა იცოდეთ, რომ სკოლა მრავალი წლით აღარ იფუნქციონირებს, თქვენ შვილებს მეორე და მესამე სმენებში გადაანაწილებენ...“ - ნინო ლომჯარია

“მშობლებო, როდესაც გეუბნებიან რომ სკოლა რემონტზე იხურება, უნდა იცოდეთ, რომ სკოლა მრავალი წლით აღარ იფუნქციონირებს, თქვენ შვილებს მეორე და მესამე სმენებში გადაანაწილებენ...“ - ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მშობლებს მიმართავს და საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს, როდესაც რემონტზე დახურული სკოლა, რომელშიც მისი შვილი სწავლობდა, რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიხსნა.

“21-ე სკოლის მშობლებო, როდესაც გეუბნებიან რომ სკოლა რემონტზე იხურება, უნდა იცოდეთ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლა მრავალი წლით აღარ იფუნქციონირებს, თქვენ შვილებს მეორე და მესამე სმენებში გადაანაწილებენ თქვენთვის მიუდგომელ ადგილებში. კლასები დაიშლება, კლასელები ერთმანეთს დაშორდებიან, სასწავლო პროცესი მეტწილად ფორმალობა იქნება… ეს ყველაფერი პირადად მაქვს გამოცდილი…

პ.ს. ფოტოზე რემონტში მყოფი 53-ე სკოლის ეზოა, სამშენებლო მასალებით და მტვრით სავსე, სადაც ჩემი შვილის კლასი “ბოლო ზარს” შეხვდა, რადგან ყველა სკოლამ, სადაც “შესახლებულები” იყვნენ უარი გვითხრა ბოლო ზარის მათ სივრცეში აღნიშვნაზე - “სივრცე ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გვჭირდებაო,” - წერს ლომჯარია.