თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? - ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა. მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა. მათი აქ ყოფნა არ მინდა. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, რამდენიც შესაძლებელი იქნება. თუ ისინი გამოსწორებას შეძლებენ, მაშინ ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს „მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო“ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა.