ავტორი:

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს თანხის გადახდა თავად უწევთ" - ჯანდაცვის სამინისტრო

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს თანხის გადახდა თავად უწევთ" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს.

  • უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.

„გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.

განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს”,- ნათქვამია განცხადებაში.