ავტორი:

დიდ ბრიტანეთში, მშობლებს შვილების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაძლოა, ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქროთ

დიდ ბრიტანეთში, მშობლებს შვილების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაძლოა, ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქროთ

დიდ ბრიტანეთში, არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, მშობლებისთვის სანქციების გამკაცრებას განიხილავენ. იუსტიციის მინისტრ ჯეიკ რიჩარდსის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები შვილების ქცევის მიმართ სათანადო პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ, მათ შესაძლოა ჯარიმა, სოციალური შეღავათების შემცირება ან, უკიდურეს შემთხვევებში, პატიმრობაც დაემუქროთ.

  • ინიციატივა უკავშირდება მაისში მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ე.წ. Parenting Orders-ის, ანუ მშობლების პასუხისმგებლობის შესახებ ბრძანებების, უფრო აქტიურად გამოყენებას ითვალისწინებს. ამ ბრძანების ფარგლებში, მშობელს ან მეურვეს შეიძლება დაეკისროს ბავშვის ქცევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი 1000 ფუნტამდე ჯარიმა.

მინისტრები ახლა სანქციების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მათ შორისაა მაქსიმალური ჯარიმის გაზრდა, სოციალური შეღავათების შემცირება ან ჩამორთმევა და ყველაზე მძიმე შემთხვევებში მშობლისთვის პატიმრობის შეფარდებაც. თუმცა, რიჩარდსის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს ექნება მისაღები.

Parenting Orders-ის გამოყენება ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა. ოფიციალურად, 2009/10 წლებში ასეთი ბრძანებები 1000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო 2022/23 წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 33 იყო.

პარალელურად, დიდ ბრიტანეთში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დისკუსია. ივლისში ადვოკატთა საბჭომ მისი 10-დან 14 წლამდე გაზრდას გაუწია რეკომენდაცია.

წყარო