"ჩემი შვილიშვილიც სწავლობს 21-ე სკოლაში - პირობას ვდებ, თუ ვინმეს ბიზნეს-ინტერესები გამოიკვეთა ამ წარმოუდგენელი ფაქტის უკან, მარტო ამას კი არა, ყველაფერს დაკარგავს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"ჩემი შვილიშვილიც სწავლობს 21-ე სკოლაში - პირობას ვდებ, თუ ვინმეს ბიზნეს-ინტერესები გამოიკვეთა ამ წარმოუდგენელი ფაქტის უკან, მარტო ამას კი არა, ყველაფერს დაკარგავს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"ჩემი შვილიშვილიც სწავლობს 21-ე სკოლაში. მასთან და ყველა მის სკოლელთან პირობას ვდებ, რომ თუ ვინმეს ბიზნეს-ინტერესები გამოიკვეთა ამ წარმოუდგენელი ფაქტის უკან, მარტო ამას კი არა, ყველაფერს დაკარგავს…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა.

  • როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შევიდა.

"თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.