ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან მეწყრული პროცესი განვითარდა.
როგორც ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათი თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმაა აჭარაში, უხვმა ნალექმა ცალკეული პრობლემები შექმნა: ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.