"სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთის განუყრელი "მეგობრები" არიან და ამის გამიჯვნა შეუძლებელია" - ამის შესახებ გიორგი გველესიანმა საბა საპანაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ხალხი რომელიც ფიქრობს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ჩემი აზრით, ინფანტილურები არიან. იმიტომ რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთის განუყრელი "მეგობრები" არიან და ამის გამიჯვნა შეუძლებელია. ამის ბევრი მაგალითები გვაქვს" - აღნიშნა გველესიანმა.
"მე როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას. ჩემი მოტივაციები გამაჩნდა. ვიღაცას შესაძლოა, ეგონოს, რომ ჩვენ ამაში მატერიალური ან სხვა სახის პრიზი მივიღეთ, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. მეტიც ჩვენ მხოლოდ შეგვხვდა გარკვეული მარგინალური ჯგუფებისგან გინება.
მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ ბატონებო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით, ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა - რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა... დღესაც საჯაროა ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს - არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში" - თქვა გველესიანმა.
"მაშინდელი ძალები თავს დამესხნენ, ძალიან გაუჭირდებათ რამე მატკინონ, იმიტომ რომ მე ჩემი თავდაცვითი მექანიზმი მაქვს. რაც არ უნდა იარლიყები მომაკერონ, არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას ყველაფერში ვეთანხმებოდი ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა და პრეტენზიები. თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ჩემი აზრით, საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა. ერთი მხრივ არჩევანი იყო ერთ პარტიასა და კოლექტიური ქვეყნის მოღალატეებს შორის. სხვადასხვა სახის მოღალატეები არსებობენ - ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი.
არაფერს არ ვნანობ ერთი წამით, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიის აპოლოგეტი ვარ. მუდამ ვცდილობდი, ჩემი აზრი არ დამეფიქსირებინა. ჩვენ ვიაზრებდით, კლიპში მონაწილეობა რას ნიშნავდა. ჩემი მოტივაცია გაგანდეთ, რისთვის გავაკეთე ეს. ვფიქრობ, სწორი პოზიცია იყო" - განაცხადა გიორგი გველესიანმა.