"მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა" - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

"მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა" - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

"აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა" - ამის შესახებ საქართველოს რკინგზის განცხადებაშია აღნიშნული.

  • კერძოდ, საქართველოს რკინგზის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ ლიანდაგებზე შეფერხებები გამოიწვია.

"საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ" - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან მეწყრული პროცესი განვითარდა. როგორც ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერის ინფორმაციით, ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათი თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა.