საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.
112 გავრცელებულ ინფორმაციაში უთითებს ალტერნატიულ საკონტაქტო ინფორმაციას, რომელზეც დარეკვაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ.
„თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.