მეგობრები, ახლობლები და საზოგადოება ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგს სოფო თედიაშვილს ემშვიდობებიან.
“ბრწყინვალე და სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი, სოფო თედიაშვილი გარდაცვლილა მოულოდნელად. სამჯერ ვესტუმრე მის სკოლას და სამივეჯერ დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. ბოლოს, სულ ახლახან იყო, ზღაპრები რომ წავუკითხე სოფოს მოსწავლეებს.
შეძრული ვარ.
ამ თვეებში მეორე ახალგაზრდა მასწავლებელი წავიდა. ორივე დიდი ენერგიით და ცოდნით სავსე,“ - წერს გიორგი კეკელიძე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
“სულის ზეიმი იყავი...
გაგვიფრინდა ჩვენი სოფო ანგელოზებთან… სიტყვები ვერ გამოხატავს ამ მწუხარებას… შენ ყოველთვის იქნები ჩვენს გულებში, ჩვენს ლოცვებში და ჩვენს მოგონებებში… მარადიული ხსოვნა შენს სულს ჩვენო ფერადო გოგოვ, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი…
სოფო დავმუნჯდი. ღმერთო ეს რა წარმოუდგენელი ამბავი გავიგე. უფალმა გაგინათოს სასუფევლის გზა,“ - წერენ სოფო თედიაშვილის მეგობრები.