საქართველოს რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი და დაბალი საშუალო თვიური ხელფასი?

საქართველოს რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი და დაბალი საშუალო თვიური ხელფასი?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

  • ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, "საქსტატის" თანახმად, შედარებით მაღალი ხელფასები დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროებში. განაგრძეთ კითხვა