ავარია გლდანში - ერთმანეთს ავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა

ავარია გლდანში - ერთმანეთს ავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა

არსებული ინფორმაციით, გლდანში ერთმანეთს ავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ადგილიდან წერენ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამაშველო დახმარბის ბრიგადები იყო მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.