ერთი გარდაცვლილი და შვიდი დაშავებული - აშშ-ში 93 წლის მძღოლი რესტორნის ღია ტერასაზე მანქანით შევარდა

ერთი გარდაცვლილი და შვიდი დაშავებული - აშშ-ში 93 წლის მძღოლი რესტორნის ღია ტერასაზე მანქანით შევარდა

შაბათს შუადღეზე, ნიუ ჯერსიში, რესტორნის ღია ტერასაზე, სადაც სტუმრები ლანჩს მიირთმევდნენ, 93 წლის მძღოლი ქალი მანქანით შევარდა.

  • შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ინციდენტი ლავალეტში, რესტორან Meg's Grill-ში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი პარკირებას ცდილობდა, რა დროსაც მუხრუჭის ნაცვლად, გაზის პედალს დააჭირა ფეხი და იმ ტერასაზე შევარდა, სადაც ხალხი იყო შეკრებილი.

93 წლის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დაშავებულები შემთხვევიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი დაზიანებების სიმძიმე უცნობი რჩება. ინციდენტის შედეგად რესტორნის თანამშრომლები არ დაშავებულან, მაგრამ ამის მიუხედავად, დაწესებულება 2 დღით დაიხურა.

მედიის ინფორმაციით, რესტორნის შენობა არ დაზიანებულა, თუმცა შეჯახების შედეგად, მეზობლად მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიას ფასადი დაუზიანდა.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა