ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, ფსიქიკური აშლილობის მქონე მძღოლი მანქანით ტროტუარზე ავიდა და პრეზიდენტ ტრამპთან გასაუბრება მოითხოვა, რამაც ქაოტური სიტუაცია შექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შაბათს, შუადღისით, ლაფაიეტის მოედანზე ტროტუარზე არსებულ უსაფრთხოების ბარიერთან მივიდა, რამაც სამართალდამცველების მასშტაბური რეაგირება გამოიწვია.

გამოცემა The Sun-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრები, სამხედროები და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც იუწყებიან, დაკავებისას მამაკაცი პრეზიდენტ ტრამპთან საუბარს ითხოვდა. როგორც ჩანს, მან არ იცოდა, რომ იმ მომენტში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ისვენებდა და კემპ-დევიდში იმყოფებოდა.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმე სახიფათოდ მიუახლოვდა თეთრ სახლს: 2025 წლის ოქტომბერში, ნაცრისფერი Acura-ს მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თეთრი სახლის წინ უსაფრთხოების ჭიშკრის გარღვევა სცადა სწორედ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აღმასრულებელ სასახლეში იმყოფებოდა.
წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა