საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, პატრიარქი შიო III წირვას აღავლენს, ბათუმის საკათედრო ტაძარში. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"ამა წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.