სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რენდი გერბერის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოჯახის წარმომადგენელმა ალი ჯენკინსმა CBS-ს განუცხადა, რომ ოჯახი ამ მძიმე პერიოდში პირადი ცხოვრების დაცვას ითხოვს.
პრესლი გერბერი დედისა და უმცროსი დის, კაია გერბერის მსგავსად, მოდელი იყო. კარიერა მან მოზარდობის ასაკში დაიწყო და პოდიუმზე პირველად Moschino-ს ჩვენებაზე გამოჩნდა. მოგვიანებით კი ისეთი ბრენდების ჩვენებებსა და კამპანიებში მონაწილეობდა, როგორებიცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta.
მისი მამა, რენდი გერბერი, ბიზნესმენია და მსახიობ ჯორჯ კლუნისთან ერთად ტეკილას ბრენდ Casamigos ფლობს.

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ნარკოტიკების მოხმარებაზე. 2023 წელს Studio 22-ის პოდკასტში მან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ერთი ადამიანის დახმარება, რომელიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, დეპრესიასთან და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ბრძოლის შემდეგ, ვფიქრობ, თუ თუნდაც ერთ ადამიანს ან ას ადამიანს დავეხმარები იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც ცხოვრების ერთ ეტაპზე თავად ვიყავი, ეს ჩემთვის საკმარისია“, - ამბობდა გერბერი.
"როდესაც ოჯახში მსგავსი რამ ხდება, ეს ყველას ერთგვარად ამძიმებს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დავიწყე საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრი და დახმარების თხოვნაც არ მინდოდა“, - თქვა კაიამ.