ავტორი:

ერთი ფოტოს ისტორია

ერთი ფოტოს ისტორია

ეს ფოტო 2023 წლის ზაფხულში, ბათუმის პორტში გადავიღე - როგორც ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, მოვლენების ეპიცენტრში ვიმყოფებოდი იმ დროს, როდესაც ბათუმის ნაპირებს რუსული საკრუიზო გემი "ასტორია გრანდე“ (Astoria Grande) მოადგა.

  • გემბანიდან რუსი ტურისტები დემონსტრაციულად აფრიალებდნენ საოკუპაციო რეჟიმის დროშას, სწორედ ამ კადრის საპირწონედ, ჩემს ობიექტივში მოექცა ქართველი ხალხის მყისიერი და სიმბოლური პასუხი - პორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა ცაში ერთდროულად აღმართეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ამავდროულად, კადრში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის დროშა. ფონის სახით წარმოდგენილი რუსული გემის კონტრასტულად, წინა პლანზე აღმართული ეს სამი დროშა ქმნის ერთიან, მძლავრ გზავნილს. ეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ერების სოლიდარობისა და ევროპულ ოჯახთან თანაარსებობის ისტორიული კადრი.

ჩემმა კამერამ დააფიქსირა ორი რადიკალურად განსხვავებული სამყაროს შეჯახება: ერთ მხარეს - იმპერიალისტური პროვოკაცია, ხოლო მეორე მხარეს, სანაპიროზე - თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება, რომლის არჩევანიც ცალსახად ევროპაა.