ავტორი:

რატომ შეცვალეთ კვარაცხელია? - რა უპასუხა ლუის ენრიკემ დასმულ შეკითხვას?

რატომ შეცვალეთ კვარაცხელია? - რა უპასუხა ლუის ენრიკემ დასმულ შეკითხვას?

ლიგა 1-ის მე-5 ტურში პსჟ-მა გასვლაზე "მარსელს" 2:1 სძლია. პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ მატჩის 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ფერან ტორესი შეუშვა, რომელმაც 7 წუთში გუნდი დააწინაურა.

  • შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანელ დამრიგებელს ქართველის გაყვანის მიზეზის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ მწვრთნელი ისაა და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

- რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?

- იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ.

-არის თუ არა რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით? ყველაფერი რიგზეა?

-გავიმეორებ, მე მწვრთნელი ვარ.

ნახეთ ასევე: კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო (ვიდეო)