ავტორი:

რამზან კადიროვმა არჩევნებში მორიგი "რეკორდი" დაამყარა და ხმების 99.85% მიიღო

რამზან კადიროვმა არჩევნებში მორიგი "რეკორდი" დაამყარა და ხმების  99.85% მიიღო

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონში გამართულ არჩევნებში ხმების 99.85% მიიღო. ეს მისი ყველაზე მაღალი შედეგია ამ არჩევნებში. მონაცემები ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ ჩეჩნეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

  • კადიროვის კონკურენტებმა, "სამართლიანი რუსეთის“ კანდიდატმა ისმაილ დენილხანოვმა და კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ხალიდ ნაკაევმა, ხმების მხოლოდ 0.05-0.05% მიიღეს. ორივე მათგანი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არ მონაწილეობდა.

კადიროვისთვის ეს ახალი რეკორდული შედეგია. 2021 წლის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, მან ხმების 99.7% მიიღო.

არჩევნების პერიოდში ჩეჩნეთში განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ ზეწოლისა და "არასანდო“ პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ასევე გაჩნდა კითხვები რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობის ოფიციალურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

ამავდროულად რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა - პირველი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.66% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების დაახლოებით 90%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ "ერთიანმა რუსეთმა“ 57.86% მიიღო. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა 13.84%-ით, შემდეგ მოდის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 8.90%-ით და "ახალი ხალხი“ 7.94%-ით.

წყარო