ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. ადგილზე მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნა გახდა, რომლის თანახმად, მოვაჭრეებმა ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ.
"თითქოს კანალიზაცია უნდა გაკეთდეს. არანაირი კანალიზაცია არ გადიოდა აქ, მით უმეტეს, დღეს არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომელიც აჩვენებს, სად არის კანალიზაცია გაფუჭებული. ყრუებივით რომ მოდიან და თხრიან, ეგრე არ ხდება უკვე.
ჩვენი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან, კობახიძესთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან არის ის, რომ, როგორც ვმუშაობთ, ისე გაგვიშვან და დაგვაყენონ თავიანთ ადგილებზე. იჯარასაც ვიხდით, არაფერს ვითხოვთ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა "ტვ პირველთან“.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.