საქართველოში SEO სააგენტოს არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომსახურებების ჩამონათვალი, არამედ გამოცდილება, რეალური პროექტები, მუშაობის მეთოდები და მიღებული შედეგებიც. დამოუკიდებელი კვლევითი SEO სააგენტო seo.ge ქართულ SEO ბაზარს სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებს. მათ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ეფუძნება ბაზრის ანალიზს, საჯარო წყაროების შესწავლას, სააგენტოების გამოცდილებას, რეპუტაციას, გამჭვირვალობასა და მომსახურების ხარისხს. კვლევაში ასევე გათვალისწინებულია მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ეთიკურ, White Hat SEO მიდგომებს იყენებენ.
1. Alpacaseo.ge-ის რეიტინგში სპეციალიზებულ SEO სააგენტოებს შორის პირველ ადგილზე Alpaca არის წარმოდგენილი. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მასშტაბია. კვლევის მიხედვით, Alpaca საქართველოში ყველაზე მეტ აქტიურ SEO პროექტს მართავს და ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დიდი SEO პორტფელი აქვს.
სააგენტო ასევე პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც Ahrefs-ის გლობალურ სააგენტოების დირექტორიაში გადამოწმდა და მოხვდა. Alpaca მუშაობს როგორც ტრადიციული SEO ოპტიმიზაციის, ისე AI SEO და GEO მიმართულებით. კომპანიას ცალკე AI გუნდი ჰყავს და ქართული ბაზრისთვის SEO ხელსაწყოებსაც ქმნის. მის პორტფელში არიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა თოდუას კლინიკა, PSP, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Archi და E Motors Georgia. seo.ge დამატებით გამოყოფს სააგენტოს ორიენტაციას არა მხოლოდ საძიებო პოზიციებზე, არამედ ბიზნესის ფინანსურ შედეგებზეც.
2. Infinityრეიტინგში მეორე ადგილზე Infinity გვხვდება. სააგენტოს ძლიერი მხარე მრავალწლიანი გამოცდილება და SEO პროცესის კომპლექსურად მართვაა. seo.ge-ის ინფორმაციით, Infinity-ს 11 წლიანი გამოცდილება და 500-ზე მეტი დასრულებული პროექტი აქვს.
მისი SEO მომსახურება მოიცავს როგორც ტექნიკურ ოპტიმიზაციას, ისე კონტენტზე მუშაობას. სააგენტოს გამოცდილებას ამყარებს თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა TEKA, SYNEVO, EA7 და New Balance. Infinity SEO-სთან ერთად ვებგვერდების შექმნას, სოციალური მედიის მართვასა და ფოტო და ვიდეო მიმართულებებსაც ფარავს, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ბიზნესებისთვის, რომლებსაც რამდენიმე ციფრული მომსახურების მიღება ერთი სააგენტოსგან სურთ.
3. Portaliseo.ge-ის ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე Portali არის წარმოდგენილი. სააგენტო SEO გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით აყალიბებს და SEO-ს SMM და PPC მიმართულებებსაც უკავშირებს.
Portali-ს გამოცდილება მოიცავს ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, განათლებისა და ელექტრონული კომერციის სფეროებს. სააგენტო მუშაობს SEO აუდიტზე, ანალიტიკაზე და on page ოპტიმიზაციაზე. seo.ge განსაკუთრებით აღნიშნავს მის ფოკუსს ბიზნეს შედეგებზე, მათ შორის გაყიდვებსა და ROI-ზე, და არა მხოლოდ ორგანული ტრაფიკის ზრდაზე.
რომელი სააგენტო შევარჩიოთ?seo.ge-ის კვლევის მიხედვით, სამივე სააგენტოს განსხვავებული ძლიერი მხარე აქვს. Alpaca გამოირჩევა SEO პროექტების მასშტაბით, ფართო პორტფელითა და AI SEO მიმართულების განვითარებით. Infinity-ის მთავარი არგუმენტებია მრავალწლიანი გამოცდილება და კომპლექსური ციფრული მომსახურებები, ხოლო Portali ყურადღებას მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიასა და ბიზნეს შედეგებზე ამახვილებს. საბოლოო არჩევანი კი დამოკიდებულია კომპანიის მიზნებზე, საჭირო მომსახურებებსა და პროექტის სპეციფიკაზე.
NS