ავტორი:

“რუსეთმა, სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა“ - დონალდ ტრამპი

“რუსეთმა, სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა“ - დონალდ ტრამპი

“რუსეთმა, სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს.

“მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. უკრაინასთან ეს უაზრო და გაუთავებელი ომი უნდა დასრულდეს”, - აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ომში ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება.

“მთელი მსოფლიო იტანჯება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, უმეტესად კი სამხედროები, იღუპება. რა სამარცხვინოა!” - წერს ტრამპი.