ავტორი:

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.

  • განცხადებაში აღინიშნება, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება.

“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შექმნის ვალდებულება აიღო. რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უკვე ადგილზე იყო და ვითარების სტაბილიზაციასა და საომარი მოქმედებების განახლების რისკის შემცირებას უწყობდა ხელს.

18 წლის შემდეგ, EUMM დღე და ღამე აგრძელებს პატრულირებას. და შესაძლოა, მისი წარმატების ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, რომ მისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება: როდესაც დაძაბულობის შეკავება ხერხდება, ინციდენტები არ მწვავდება და ადგილობრივ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს, ეს თვალში საცემ სათაურებში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ სტაბილურობის ხელშეწყობა მუდმივ მუშაობასა და ადგილზე უწყვეტ ყოფნას მოითხოვს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება”, - წერია განცხადებაში.