ავტორი:

ბრიტანეთში დააკავეს ბანდის წევრები, რომლებმაც 33 Land Rover-ი გაიტაცა: უცნაური საქმის დეტალები - როგორ გავიდა პოლიცია დამნაშავეების კვალზე?

ბრიტანეთში დააკავეს ბანდის წევრები, რომლებმაც 33 Land Rover-ი გაიტაცა: უცნაური საქმის დეტალები - როგორ გავიდა პოლიცია დამნაშავეების კვალზე?

35-დან 50 წლამდე ასაკის ოთხმა მამაკაცმა 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში, ბრიტანეთის ექვსი სხვადასხვა ოლქის ტერიტორიაზე, საკუთარი კრიმინალური საქმიანობის მიზნად სწორედ ბრიტანული წარმოების ცნობილ ყველგანმავლები დაისახეს.

ლეონარდ ჰოჯკინსი, ჯიმი ბატლერი, ბენჯამინ ჰობსი და დევიდ ჰოჯკინსი Land Rover -ის მარკის ავტომობილებს ძირითადად ავტოსადგომებიდან და ბიზნესობიექტებიდან იპარავდნენ. სათვალთვალო კამერის ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ჭრიან ისინი ბოქლომს, რის შემდეგაც ავტოსადგომიდან Defender-ის მოდელის ავტომობილს იტაცებენ.

დანაშაულებრივი ჯგუფი პასუხისგებაში მას შემდეგ მიეცა, რაც ვესტ-მერსიის პოლიციამ ვოსტერშირის საგრაფოში (დასავლეთ ინგლისი) მცხოვრები 41 წლის ბატლერის კუთვნილი მისაბმელი სახლი გაჩხრიკა. საცხოვრებელში შესულმა დეტექტივებმა ის ტანსაცმელი აღმოაჩინეს, რომელიც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ეჭვმიტანილს ეცვა.

35 წლის ჰობსი ბრისტოლში სახელოსნოს ფლობდა, რომელსაც პოლიციის განცხადებით, ე.წ. “ჩოპ-შოპად“ მოპარული ავტომობილების დაშლისა და ნაწილებით ვაჭრობის ობიექტად იყენებდნენ. თანამზრახველებს მოპარული Land Rover-ები სწორედ იქ გადაჰყავდათ.

ბანდის წევრებს, რომლებმაც რვათვიანი დანაშაულებრივი სერიის განმავლობაში 600,000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების 33 Land Rover-ი მოიპარეს, ჯამში 15 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

წყარო