ავტორი:

ტანზანიის ნაკრძალში 10 მკვდარი ლომი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი განგებ მოწამლეს: რას წერს ადგილობრივი მედია

ტანზანიის ნაკრძალში 10 მკვდარი ლომი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი განგებ მოწამლეს: რას წერს ადგილობრივი მედია

ტანზანიაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შემავალ ნგორონგოროს დაცულ ტერიტორიაზე 10 ლომი მკვდარი იპოვეს. არის ვარაუდი რომ ისინი განგებ მოწამლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ლომების სიკვდილი ინტოქსიკაციამ გამოიწვია. მომხდარის ზუსტი მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად ექსპერტთა ჯგუფი გამოძიებას განაგრძობს.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2022 წელს ნგორონგოროში მოსახლეობის გასახლების პროგრამა დაიწყო, ხელისუფლებასა და ადგილობრივ მომთაბარე თემს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მხარეებს შორის დაპირისპირება არაერთხელ გადაიზარდა მსხვერპლით დასრულებულ შეტაკებებში.

ტანზანიის მთავრობის განმარტებით, მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა საფრთხეს უქმნის ველური ბუნების ბუნებრივ ჰაბიტატს: ნგორონგოროში მცხოვრებთა რაოდენობა 1959 წელს არსებული 8,000-დან 100,000-ზე მეტამდე გაიზარდა.

UNESCO-ს მონაცემებით, ნგორონგოროს ნაკრძალში 25,000-მდე მსხვილი ცხოველი ბინადრობს და მასში ლომების პოპულაციის სიმჭიდროვე მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ლომებს მოწყვლად სახეობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათი რაოდენობა კლებულობს. სახეობის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს ჰაბიტატის დაკარგვა, საკვები ბაზის შემცირება და ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის არსებული კონფლიქტები წარმოადგენს.

წყარო