ავტორი:

ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა - მათ შორის 3 ბავშვია: რა ინფორმაციას ავრცელებს ირლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრი?

ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა - მათ შორის 3 ბავშვია: რა ინფორმაციას ავრცელებს ირლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრი?

ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, - ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

  • ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.

ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.

“მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს და ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.

დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა კვირას, 20 სექტემბერს განხორციელდა.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, თვითმფრინავის დაქირავებისა და ფრენის ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა.

წყარო