ავტორი:

რა გახდა სინდი კროუფორდის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი? - მედიისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რა გახდა სინდი კროუფორდის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი? - მედიისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის 27 წლის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი, შესაძლოა, დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სამართალდამცავი უწყებების წყაროებმა "US Sun“-ს განუცხადეს. სანტა მონიკას პოლიცია მის გარდაცვალებას ამ ვერსიით იძიებს, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

  • გერბერი 20 სექტემბერს, დილით, სანტა მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ადგილზე დაახლოებით, დილის 9:35 საათზე მივიდნენ. მედიკოსებმა მისი გარდაცვალება 9:45 საათზე დაადასტურეს.

გერბერი სარეაბილიტაციო პროგრამაში იმყოფებოდა. "Los Angeles Times“-ის ინფორმაციით, ის დაწესებულებაში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, 19 სექტემბრის საღამოს, მივიდა. სარეაბილიტაციო სანტა მონიკაში მდებარე 7.7 მილიონი დოლარის ღირებულების სახლშია განთავსებული და მომხმარებლებს 24-საათიან პერსონალს, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სხვა სერვისებს სთავაზობს.

ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების დადგენა დამატებითი კვლევების დასრულებამდე გადაიდო. უწყების განცხადებით, ასეთ შემთხვევებში საბოლოო პასუხის მიღებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

პრესლის ოჯახმა ტრაგიკული ამბის შემდეგ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდა.

  • "ოჯახი ითხოვს პირადი ცხოვრების დაცვას ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ დროს“, - ნათქვამია ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში.

პრესლი გერბერი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის შესახებ. მის გამოჯანმრთელებას ოჯახის წევრებიც ღიად უჭერდნენ მხარს. დედამ, სინდი კროუფორდმა, ერთ-ერთ ბოლო პოსტში შვილს „მეომარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისით ამაყობდა.

წყარო