ავტორი:

ძვირადღირებული ჩანთები, აქსესუარები - მამაკაცის მოდის ხაზი ქართველი ფეხბურთელების მაგალითით: ვინ როგორ მივიდა სანაკრებო შეკრებაზე? (ფოტოები)

ძვირადღირებული ჩანთები, აქსესუარები - მამაკაცის მოდის ხაზი ქართველი ფეხბურთელების მაგალითით: ვინ როგორ მივიდა სანაკრებო შეკრებაზე? (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სხვადასხვა ევროპული კლუბებიდან თბილისში დაბრუნდნენ. ისინი ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ გამოიძახა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სასტუმროში შეკრებისას მათ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი აირჩიეს.

  • "ერთა ლიგის" ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ფეხბურთელები თბილისში ეტაპობრივად ჩამოვიდნენ. პირველი ვარჯიში 21 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ნაკრების რამდენიმე წევრი გუნდს მეორე დღეს შეუერთდა.

ამჯერად მათი გამოჩენა კიდევ ერთი მიზეზით იქცევს ყურადღებას - რას იცვამენ ფეხბურთელები მაშინ, როდესაც მოედნის მიღმა არიან?

ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელების ყოველდღიურ სტილში ერთიანი "დრესკოდი“ არ არსებობს. პირიქით თითქმის ყველა მათგანს საკუთარი მოდური ხელწერა აქვს.

მინიმალიზმი - შავი, თეთრი და ნაცრისფერი

ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ჩაცმულობაში დომინირებს მინიმალისტური ფერთა პალიტრა. შავი მაისური, ფართო შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და მარტივი ქურთუკი. განსაკუთრებით პოპულარულია oversized სილუეტი ფართო შარვლები. თუმცა ამ ფოტოსერიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი სწორედ ჩანთებია.

ზოგიერთმა ფეხბურთელმა კლასიკური სპორტული ჩანთის ნაცვლად ლუქს-ბრენდების ჩანთები აირჩია - მათ შორის თვალში საცემია Louis Vuitton-ის მონოგრამიანი მოდელები და სხვა დიზაინერული ჩანთები. ეს უკვე თანამედროვე ფეხბურთელის ყოველდღიური სტილის ნაწილია: სპორტული სამოსი და ძვირადღირებული აქსესუარი ერთმანეთისგან აღარ არის განცალკევებული.

კეპი, სათვალე და ყურსასმენები - ფეხბურთელების საყვარელი აქსესუარები

კიდევ ერთი თვალსაჩინო ტენდენციაა აქსესუარების გამოყენება.

კეპები, მზის სათვალეები, დიდი ყურსასმენები და crossbody ჩანთები რამდენიმე ლუქში გვხვდება. განსაკუთრებით საინტერესოა სათვალის გამოყენება არა მხოლოდ მზისგან დასაცავად, არამედ მთლიანად ლუქის ნაწილის სახით - შავი სათვალე მარტივ შავ-თეთრ კომბინაციას უფრო "fashion“ იერს აძლევს.

თუმცა, ყველაზე კლასიკურ ან მინიმალისტურ ლუქებშიც კი ფეხბურთელები სპორტულ ფეხსაცმელს არ თმობენ. რა თქმა უნდა, აქაც არის განსხვავება, ზოგი კლასიკურ თეთრ ბოტასებს ირჩევს, ზოგი კი მასიურ მოდელებს, ფერად დეტალებს ან რეტრო სტილის ფეხსაცმელს.

შედეგად მიიღება სტილი, რომელიც არც მთლიანად სპორტულია და არც კლასიკური.

სწორედ ეს "შუალედი“ გახდა თანამედროვე ფეხბურთელების ყოველდღიური ჩაცმის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი მიმართულება.

  • თუ წლების წინ ფეხბურთელების იმიჯს სპორტული ფორმა, ჰუდი და ჩვეულებრივი ბოტასი განსაზღვრავდა, დღეს მათი გაცილებით მრავალფეროვანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" ფარგლებში ოთხ შეხვედრას გამართავს: 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას, 28 სექტემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს კვლავ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ითამაშებს.