თუ ეძებთ საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და იდეალური კომფორტი იდეალურ ბალანსს ქმნის, „დევარტ გრინ გარდენსი“ თქვენს ყველა მოლოდინს გაამართლებს.
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი - „დევარტ გრინ გარდენსი“ მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში, სამურზაყანოს #39-ში, ხუდადოვის ტყის მიმდებარედ, რომელსაც ხშირად „თბილისის მარცხენა სანაპიროს ფილტვებად“ მოიხსენიებენ. რაც მთავარია, პროექტი უკვე დასრულებულია და შეძენილ ბინაში სასურველ დროს შეძლებთ სარემონტო სამუშაოების დაწყებასა და საცხოვრებლად გადასვლას.
„დევარტ გრინ გარდენსის“ მთავარი უპირატესობაა ჰარმონიული ბალანსი, რომელსაც კომფორტული ადგილმდებარეობა და ბუნებრივ ნარგავებთან სიახლოვე ქმნის. გამორჩეულად მშვიდი, კეთილმოწყობილი გარემო, მობინადრეებს ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს ორ ხუთსართულიან ბლოკს, რომელიც უკვე დასრულებულია. ერთი მხრივ, ხუდადოვის ტყე და მეორე მხრივ, 8 000 კვ.მ. ეზო, რომელიც სასეირნო, გასართობ სივრცეებსა და სკვერებს დაეთმობა, თბილისში ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
„დევარტ გრინ გარდენსი“ დედაქალაქის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი პროექტია, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ეკომეგობრული მასალებით სრულდება.
პროექტი ორგანულად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც შენობების სიმაღლე და დაგეგმარებაა. კომპლექსში ბინების ფართი 55კვ.მ.-დან იწყება.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობისას ტერიტორიაზე დამატებით დაირგო ასი ხე-მცენარე.
მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში, „დევარტ გრინ გარდენსის“ ბინებზე მოქმედებს გადახდის განსაკუთრებული პირობები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:
ან დარეკეთ ნომერზე: 510 10 11 22
R