კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განაცხადა.
მანამდე მან საგამოძიებო უწყების შენობასთან უწყვეტი აქცია დააანონსა და გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრა მოითხოვა.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ “ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.
იხილეთ ასევე: