ავტორი:

600 კილოგრამიანი ხარი უსაფრთხოების ჯებირს გადაახტა და მაყურებლებთან აღმოჩნდა - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

600 კილოგრამიანი ხარი უსაფრთხოების ჯებირს გადაახტა და მაყურებლებთან აღმოჩნდა - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

ესპანეთში, კორიდის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ვიდეო იმ მომენტს ასახავს, როდესაც 600 კილოგრამი წონის მქონე ხარი უსაფრთხოების ჯებირს გადაახტა და პირველ რიგში მსხდომ შეშინებულ ქალს დაეჯახა.

ესპანური გამოცემა 20minutos-ის ცნობით, ინციდენტი მურსიის კორიდის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა. ხარი, სახელად “მალაკარა“, ჯერ მატადორს მივარდა, შემდეგ კი ღობეს გადაევლო. გაოგნებული მაყურებელი შოკში ჩავარდა, როდესაც ცხოველი ბარიერს მიღმა, სავარძლებსა და არენას შორის არსებულ დერეფანში აღმოჩნდა და იქ დაიწყო სირბილი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ცნობილი სანაშენე “La Espartales“-დან მოყვანილი ხარმა უსაფრთხოების დერეფანში ორჯერ გადახტომა მოასწრო, სანამ მატადორმა ის სპეციალური შუბით არ შეაჩერა.

კორიდა ესპანეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციას წარმოადგენს, თუმცა ის დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კრიტიკოსები მას ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევენ. მსგავს ღონისძიებებზე მატადორებიც და მაყურებლები ხშირად შავდებიან.

წყარო