ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი დაპატიმრება კიდევ ერთხელ მოითხოვა და ის პალესტინელების “გენოციდში“ დაადანაშაულა.

“რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუს, მე მას ვუწოდებ იმას, ვინც მგონია - ომის დამნაშავესა და პალესტინელი ხალხის საშინელი გენოციდის არქიტექტორს“, - განუცხადა ნიუ-იორკის მერმა ტელეკომპანია CNN-ს გასულ ორშაბათს, “Gracie Mansion“- ში დონალდ ტრამპთან გამართული თბილი შეხვედრის შემდეგ.

“მჯერა, რომ ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რადგან ის, რაც ჩვენ გვინდა და რაზეც დღეს ვსაუბრობდით, არის პოლიტიკისადმი ნდობა და პასუხისმგებლობის განცდა. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვინმეს ამ კანონების დარღვევის გამო დაპატიმრების ღირსად მიიჩნევს, ჩვენ ვინ ვართ, რომ ვინმე ამაზე მაღლა დავაყენოთ? მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ყველას უნდა დაეკისროს“, - აღნიშნა მამდანიმ.
თუმცა ზოჰრანმა აღიარა რომ საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, როგორც ნიუ-იორკის მერს, ნეთანიაჰუს დაპატიმრების უფლებამოსილება არ გააჩნია.

მწვავე საპასუხო ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მსოფლიოს ნიუ-იორკის მერზე “სიმართლეს ეტყვის“, მან მამდანი ჰამასის ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
“მე მოვდივარ გაეროში. ვაპირებ ვთქვა სიმართლე ჩვენს გმირ ჯარისკაცებზე და ვაპირებ ვთქვა სიმართლე თქვენზეც“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა