აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ.
ორი ქვეყნის ლიდერი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს.
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას და რუსეთს ომის დასრულება სურთ.
„ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, - აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „მზადაა შეხვედრისთვის“, რათა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილოს.
“ის მზადაა შეხვედრისთვის. ის მზადაა. მას სურს, რომ ომი დასრულდეს“, - ამბობს ტრამპი.