ავტორი:

“შეთანხმებას უნდა მიაღწიონ - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ“ - დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე

“შეთანხმებას უნდა მიაღწიონ - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ“ - დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს “ლინდსი გრემის“ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის.

  • დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრეს.

“მადლობა თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის და ორპარტიული მხარდაჭერისთვის, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს “ლინდსი გრემის კანონპროექტს”. დიდი მადლობა ამისთვის… იმედი მაქვს, ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დამთავრებაში. ვფიქრობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ზამთრამდე, ჯობია რომ ზამთრამდე იყოს. ასე რომ, ბევრ სხვადასხვა რაღაცას განვიხილავთ”, - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.

ტრამპმა ჟურნალისტებთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებზე და რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და არ მინდა იმის თქმა, თუ რა შეთანხმებაა. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან და ვფიქრობ, რაღაც მოხდება.

ისინი [უკრაინელები] ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან. შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ, იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება. ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ხალხია, დიდი შესაძლებლობების ხელმძღვანელობაა…

[ენერგეტიკაზე უკრაინის დარტყმები] დიდი დარტყმაა რუსებისთვის. ეს ასევე დიდი დარტყმაა დიზელის საწვავის ფასზე. მისი ფასი საკმაოდ გაიზარდა. ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა, რუსეთისთვის უდავოდ”, - განაცხადა ტრამპმა.