2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 48.5%-ით (132.3 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 13.2%-ით (20.8 მლნ ლარით) გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 8 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 404 833 865 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 272 513 866 ლარი იყო. გააგრძელეთ კითხვა