ავტორი:

სეზონის გახსნა "წისქვილის თეატრში" – "ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità" ბრუნდება

სეზონის გახსნა "წისქვილის თეატრში" – "ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità" ბრუნდება

22 და 23 სექტემბერს „თეატრის” სეზონი დიდი მხიარულებით იხსნება. „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“ კვლავ ბრუნდება, როგორც დაპირება, რომ შემოდგომაც შეიძლება იყოს მხიარული, ხმაურიანი და ემოციებით სავსე.

„ვფიქრობ, „Felicità“ სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს ამ საღამოს მთავარ ემოციას ბედნიერებას.“ - მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.

უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა, რომლის მოტივებზე შექმნილი ერთადერთი საკულტო მიუზიკლი აქამდე 1948 წელს ბროდვეიზე დადგმული „მაკოცე, ქეით“ (Kiss Me, Kate) იყო. „წისქვილის თეატრისთვის“ ამ გზის გაგრძელება ერთდროულად საპასუხისმგებლო და საამაყოა. სპექტაკლის იდეისა და ინსცენირების ავტორებმა ზაალ ჩიქობავამ და თეა ყიფშიძემ ჭირვეულების ისტორიას სრულიად ახალი სახე მიანიჭეს. ამდენი წლის შემდეგ, სწორედ „წისქვილის თეატრში“ აჟღერდება მელოდიები, რომლებიც ყველას ააცეკვებს, იტალიაში ამოგზაურებს და სიყვარულის მთელ ტემპერამენტს შეაგრძნობინებს. ბოლოს კი მთავარი კითხვა მაინც აქტუალური რჩება – რომელი უფრო ჭირვეულია, ქალი თუ კაცი?!

„მე-16 საუკუნიდან დღემდე, ყველა ერთ რამეს, სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში ყველა ჭირვეული ხდება: მთავარი გმირებიდან დაწყებული, ერთი პატარა იტალიური სოფლის მაცხოვრებლებით დამთავრებული.“ - ამბობს თეა ყიფშიძე.

მიუზიკლის მთავარი გმირები ჯიუტი, უცნაური იტალიელი ფერმერი ელია სორჩინელი და მდიდარი, თავდაჯერებული ლიზა არმანი არიან. მათ როლებს ყველასთვის საყვარელი მსახიობები, გიგი დედალამაზიშვილი და თინათინ წულაძე ასრულებენ.

„წისქვილის თეატრში“ წარმოდგენა მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. მოსული სტუმრები თავად ხდებიან წარმოდგენის ნაწილნი. თითოეული დეტალი ერთი ამბის გარშემოა აგებული – შოუ განსაზღვრავს მენიუს ხასიათს, მენიუ აძლიერებს შოუს ემოციურ ფონს, სერვისი მიჰყვება წარმოდგენის რიტმს, ხოლო სივრცე თავად ხდება სცენის გაგრძელება. საგანგებოდ ამ საღამოსთვის იტალიური ინსპირაციით შექმნილ სამ კომპონენტიან მენიუზე ბრენდ შეფმა ალექს ნათაძემ იზრუნა.

წარმოდგენა გაჯერებულია ცოცხალი შესრულებით, ენერგიული ქორეოგრაფიით, რომელზეც გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა და, რაც მთავარია, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი იტალიური ჰიტებით, რომელთა ქართული ტექსტები ირინა სანიკიძესა და თეა ყიფშიძეს ეკუთვნით, ხოლო ვოკალზე თამუნა არჩვაძემ იმუშავა.

მოსული სტუმრები იტალიურ ხასიათს და ტემპერამენტს შემოსვლისთანავე იგრძნობენ, რომელსაც არა მარტო მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ კიდევ დიდხანს გაჰყვებათ.

სეზონის გახსნის შემდეგ მიუზიკლის ჩვენება გაგრძელდება 13 და 28 ოქტომბერს, ასევე 10 და 24 ნოემბერს.

„მუსიკალური კომედია „წისქვილი ჯგუფის“ მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის ოფიციალური პარტნიორები კი ვისკი „ჩივას რეგალი“ (Chivas Regal) და მეღვინეობა „გურემანი“ არიან.“ მიუზიკლის მედია პარტიორია "პალიტრა მედია ჯგუფი“.

ბილეთების შესაძენად: Teatri.ge

დეტალური ინფორმაციისთვის: 577 000 888

R