ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკრაინას განუცხადეს, რომ მეტი დაფინანსების გამოყოფამდე ახალი კანონმდებლობის პროგრესი უნდა დაინახონ, რათა შემცირდეს ჩრდილოვანი ეკონომიკა, გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლები და ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსეთის მხრიდან ვითარების ესკალაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათი ქალაქების დასაცავად შეზღუდული საჰაერო თავდაცვის პირობებში. ისინი აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას სანქციების გახანგრძლივების შეთანხმების ფარგლებში.
“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იმაზე მეტად მუშაობს, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ახალი ევროკავშირი-უკრაინის ანტიბალისტიკური პროგრამა წარმოების სწრაფად გაზრდაში დაგეხმარებათ.თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რადაში რეფორმების წინსვლასთან ერთად, გაიზრდება საბიუჯეტო მხარდაჭერაც. მიმდინარე კალენდარულ წელს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ხელმისაწვდომი 37 მილიარდი ევრო . ნიუ-იორკში თითოეული ლიდერისადმი ჩემი გზავნილი მკაფიოა:ყველამ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა”, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.