რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უცვლელი რჩება და თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია.
"მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ დროს შესახვედრად. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ (ომის დასასრულებლად)”, - აღნიშნა ზელენსკიმ.