ავტორი:

უმძიმესი ტრაგედია თერჯოლაში -კლინიკაში გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა

უმძიმესი ტრაგედია თერჯოლაში -კლინიკაში გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა

ტრაგედიას თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობისას, ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლუკას გარდაცვალებას სოფელ ნახშირღელეს საჯარო სკოლა ემოციური პოსტით ეხმაურება:

"უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული.იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენს სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს", - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.