აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტერმინი “ხელოვნური ინტელექტი“ (AI) ტექნოლოგიას “ყალბ იერს“ აძლევს, რის გამოც მას სურს, რომ ამიერიდან მას “სუპერინტელექტი“ (SI) ეწოდოს. ტრამპმა ეს ინიციატივა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააჟღერა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი სახელწოდება ტექნოლოგიურ სექტორში ფეხს ვერ მოიკიდებს.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეერთებული შტატების ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ტერმინი “ხელოვნური“ შეიცვლება უფრო ზუსტი სიტყვით “სუპერინტელექტი“. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც სხვა ვარიანტებთან ერთად (“უმაღლესი ინტელექტი“, “ექსტრემალური ინტელექტი“) სწორედ “სუპერინტელექტმა“ გაიმარჯვა.
ტექნოლოგიურ და სამეცნიერო საზოგადოებაში ტერმინ “სუპერინტელექტს“ კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. ეს ცნება ცნობილ ფილოსოფოსსა და ავტორს, ნიკ ბოსტრომს უკავშირდება, რომელმაც იგი განმარტა როგორც ინტელექტი, რომელიც ადამიანურ შესაძლებლობებს ყველა სფეროში აღემატება - თუმცა ასეთი სისტემა ჯერჯერობით წმინდა ჰიპოთეტურია.