ავტორი:

ტრაგედია რომის კოლოსეუმში - განათებაზე მომუშავე მუშა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა: ცნობილ ამფითეატრს დროებით დახურავენ

ტრაგედია რომის კოლოსეუმში - განათებაზე მომუშავე მუშა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა: ცნობილ ამფითეატრს დროებით დახურავენ

საყოველთაოდ ცნობილ რომის ამფითეატრში ტრაგედია მოხდა - განათების მონტაჟზე მომუშავე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. იტალიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ უბედური შემთხვევის გარემოებების დადგენაზე მუშაობენ.

22 წლის ანდრეა მორეტი ახალი განათების სისტემის დამონტაჟებისას დაიღუპა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტის მიზეზები რაც შეიძლება სწრაფად დადგინდება.

ის სექტორი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დაიხურა, ხოლო ვიზიტორების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ ძეგლი საზოგადოებისთვის მთელი დღით სრულად დაიხურება.

ანტიკური კოლოსეუმი მსოფლიოში უდიდესი ამფითეატრია. იგი პირველ საუკუნეში, რომის იმპერიის ხანაში აშენდა და გლადიატორთა ორთაბრძოლების, სიკვდილით დასჯის პროცესებისა და ცხოველებზე ნადირობის სანახაობებისთვის გამოიყენებოდა.

წყარო