სან-სებასტიანის კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმის, “მხეცის გულის“ (Heart Of The Beast) ფოტოგადაღებაზე გამოჩენილი 62 წლის ვარსკვლავი - ბრედ პიტი, საოცრად წააგავდა თავის გმირს, კლიფ ბუთს ფილმიდან , “ერთხელ ჰოლივუდში“.
მას ჯინსის ქურთუკი და შარვალი, მზის სათვალე და ღია ყავისფერი ზამშის ფეხსაცმელი ეცვა.

ბრედი შესანიშნავ განწყობაზე იყო, თაყვანისმცემლებს ხელს უქნევდა, მოგვიანებით კი ფილმის შესახებ გამართულ კითხვა-პასუხის სესიას დაესწრო.

ვარსკვლავის ჯინსის ჩაცმულობით გამოჩენა ერთგვარი მინიშნებაა “ერთხელ ჰოლივუდში“ -ის მოსალოდნელ გაგრძელებაზე. 2019 წელს გამოსულ ფილმში პიტი კლიფის, რიკ დალტონის (ლეონარდო დიკაპრიო) დუბლიორისა და კასკადიორის როლს ასრულებდა.
რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ პერსონაჟის ისტორია მის მიერვე დაწერილ ამავე სახელწოდების რომანში კიდევ უფრო გააღრმავა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფილმი კლიფის გარშემო განვითარდება, ბრედმა განმარტა, რომ ეს პროექტი “არა რეალური გაგრძელება, არამედ ეპიზოდია“.

ფესტივალზე გამოჩენილ ბრედს თაყვანისმცემელთა არმია შეეგება. როგორც ცოტა ხნით ადრე მსახიობის ახლობლებმა ისაუბრეს, ანჯელინა ჯოლისთან ქორწინებამ პიტის ცხოვრება “დაღმართზე დაუშვა“
“მას არასდროს ჰქონია ალკოჰოლის პრობლემა, მას ანჯელინას პრობლემა ჰქონდა. ბრედ პიტმა ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და ახლა, როგორც იქნა, ძალიან კარგ ფორმაშია“, - აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავთან დაახლოებულმა წყარომ.
ბრედი და 51 წლის ანჯელინა 2016 წლის სექტემბერში, სულ რაღაც ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.