ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელთან თითქმის შვიდთვიანი ომის შემდეგ “ირანი მუხლს არასდროს მოიყრის, თუმცა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მზად არის.“
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ, რომელიც შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ისლამურ რესპუბლიკას “განადგურებით“ დაემუქრა, პეზეშკიანმა აღნიშნა რომ “სანქციების, გაზრდილი ზეწოლისა და ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ირანელი ხალხის წინააღმდეგობის უნარი მხოლოდ გაიზრდება“.
აშშ -მა და ირანმა ომის დასასრულებლად და სრუტის გახსნისთვის წინასწარ შეთანხმებას ივნისში მიაღწიეს, თუმცა ის რამდენიმე კვირაში ჩაიშალა, როდესაც ირანმა საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმები განაახლა, ხოლო აშშ -მა ბლოკადა აღადგინა.
გასულ სამშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის კატარელი შუამავლების ჩართულობით ირიბი მოლაპარაკებები გაიმართა.