გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მუსიკოსი ავრცელებს და მიზეზად მოჰყავს ის, რომ ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ არსებობდა.
“ადგილობრივი ხელისუფლების, “ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს,“ - წერს Kordz-ი.
“მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო.
მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, “ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.
საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან.
ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“ - წერს მუსიკოსი “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.