ავტორი:

კუნძული, რომელიც ძლიერი შტორმების დროს ნისლიდან ამოდის და განწირულ მეზღვაურებს ეხმარება - რა ვიცით ნორვეგიულ იდუმალ სოფელზე

კუნძული, რომელიც ძლიერი შტორმების დროს ნისლიდან ამოდის და განწირულ მეზღვაურებს ეხმარება - რა ვიცით ნორვეგიულ იდუმალ სოფელზე

ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგზე მდებარე პატარა კუნძული შტოტი საუკუნეების განმავლობაში მეთევზეებს სასტიკი შტორმებისგან იცავდა. დღეს კი ადგილობრივი მცხოვრები ტურიზმის მეშვეობით ცდილობს კუნძულის აღორძინებას და მოგზაურებს თანამედროვე ქალაქური სტრესისა და დაღლილობისგან თავშესაფარს სთავაზობს.

ჩრდილოეთის პოლარული წრის ოდნავ ჩრდილოეთით მდებარე შტოტი საუკუნეების განმავლობაში თავშესაფარი იყო ნორვეგიის ზღვაში გზააბნეული მეთევზეებისთვის. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ზამთრის ძლიერი შტორმების დროს, როდესაც მეთევზეები იხრჩობოდნენ, კუნძული ნისლიდან ჯადოსნურად ამოდიოდა მათ გადასარჩენად.

არქიპელაგის უდიდეს დასახლებულ კუნძულ ინერშტოტზე მდებარე სავაჭრო პუნქტი მეთევზეებს ამარაგებდა. დღეს ამ ისტორიულ ადგილას სასტუმრო ოპერირებს, რომელსაც ევა ენ ანდერსენი უძღვება. მისი ოჯახი ამ ტერიტორიას 1897 წლიდან ფლობს.

ანდერსენი შტოტზე გაიზარდა, თუმცა 20-ზე მეტი წლის ასაკში ოსლოში გადავიდა და საერთაშორისო კორპორატიული კარიერა ააგო. 2011 წელს, გადაღლილი და ენერგაგამოცლილი, იგი მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა ძალების აღსადგენად და მიხვდა, რომ ამ ადგილს ახალი პოტენციალი ჰქონდა.

1980-იანი წლებიდან ინდუსტრიულმა პროგრესმა და დიდმა ტრალერებმა მეთევზეების შტოტზე შეჩერების საჭიროება შეამცირა, რამაც მცირე თევზჭერის კრიზისი და კუნძულის მოსახლეობის 120-იდან 25 მუდმივ მცხოვრებლამდე შემცირება გამოიწვია. კუნძულზე მხოლოდ ერთი პატარა მაღაზიაა.

ველოსიპედით სეირნობისას კუნძულზე შეხვდებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ სანაპირო სიმაგრეს - ბუნკერებს, ტუნელებსა და მიწისქვეშა ჰოსპიტალს, რომლებიც 1941 წლის ოკუპაციის შემდეგ აშენდა.

დღეს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კაიაკინგით, არქტიკული საუნით, სვარტისენის მყინვარზე RIB-ნავებით ტურებით, ფრინველებზე (მათ შორის თეთრკუდა არწივებზე) დაკვირვებითა და ზამთარში ჩრდილოეთის ციალის ყურებით. ზაფხულში კი აქ მზე საერთოდ არ ჩადის.

წყარო