ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მოსამართლემ მედიასაშუალებების სარჩელი დააკმაყოფილა და ტრამპის ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის პრესის ბარათების დაბრუნება უბრძანა.
ასევე, მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტი უარყო იმის შესახებ, რომ აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე მედიასაშუალებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.