დრონის დაფიქსირების გამო ბერლინის აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა
დრონის დაფიქსირების გამო ბერლინის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მახლობლად უცნობი დრონი 23 სექტემბერს საღამოს დააფიქსირეს, რის შემდეგაც აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა.
ბერლინის აეროპორტმა მუშაობა სულ მცირე 45 წუთით შეაჩერა.
მუშაობის შეჩერების გამო ბერლინიდან რამდენიმე რეისი დრეზდენსა და ლაიფციგში გადაამისამართეს.