რას პასუხობს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ჟურნალისტის კითხვას - "როდის ჩავა მოსკოვში?"
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს "რაკეტით“ გეგმავს.
სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი ჟურნალისტები ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეკითხვა დაუსვან, თუ „როდის ჩავა მოსკოვში“.
"რაკეტით“, - პასუხობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.